Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა მძიმე შეიარაღებას სეპარატისტთა მხრიდან ცეცხლის შეწყვეტამდე არ გაიტანს


კიევის განცხადებით, უკრაინის სამხედროებს კონფლიქტის ზონიდან მძიმე შეიარაღების გატანა არ დაუწყიათ იმის გამო, რომ პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები ბოლომდე არ იცავენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. გერმანიისა და საფრანგეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, 15 თებერვალს უკრაინის სამთავრობო ძალებს და სეპარატისტებს უნდა შეეწყვიტათ ცეცხლი, ორი დღის შემდეგ უნდა დაწყებულიყო მძიმე შეიარაღების გატანა და შექმნილიყო სულ მცირე 70 კილომეტრის სიღრმის უსაფრთხოების ზონა. 23 თებერვალს უკრაინის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა ანატოლი სტელმახმა აღნიშნა, რომ სეპარატისტთა სამხედრო ძალების მიერ ქალაქ დებალცევოს დაკავების შემდეგ, ძალადობა კვლავ გრძელდება, ხოლო განვლილი დღე-ღამის განმავლობაში მეამბოხეებმა ორჯერ გაუხსნეს ცეცხლი სამთავრობო ძალებს. „უკრაინის არმია მძიმე ტექნიკის გატანას დაიწყებს მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგის ძალების შეწყვეტენ ჩვენს პოზიციებზე თავდასხმას“, - განაცხადა სტელმახმა.

XS
SM
MD
LG