Accessibility links

logo-print

ევროკავშირს აზერბაიჯანის დაპატიმრებული აქტივისტების ქომაგობისაკენ მოუწოდებენ


წამყვანი ადამიანის უფლებათადამცველები მოუწოდებენ ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელს, რათა აზერბაიჯანის ვიზიტი გამოიყენოს იმისათვის, რათა აიძულოს ბაქო გაათავისუფლოს ის ათეულობით აქტივისტი და ჟურნალისტი, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით საპყრობილეში იმყოფებიან. „ჰიუმან რაითს უოჩმა“, „საერთაშორისო პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისათვის“ და „ადვოკატთა ფრონტლაინმა“ გაავრცელეს მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ სტავროს ლაბრინიდისს, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობის მიწვევით 23 თებერვალს ჩადის ბაქოში, უნიკალური შესაძლებლობა აქვს, რათა შეახსენოს აზერბაიჯანის ხელისუფლებას ციხეში მყოფი აქტივისტების ბედი.

XS
SM
MD
LG