Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთმა წარმოადგინა რეფორმების პროექტი


ევროპის კომისიის განცხადებით, საბერძნეთმა თავის კრედიტორებს „დროულად“ წარუდგინა ეკონომიკური რეფორმების პროექტი. ევროს ჯგუფის ხელმძღვანელის, იერუნ დაისელბლუმისთვის 23 თებერვალს გვიან საღამოს გაგზავნილ წერილში ათენი გამოდის პირობით, რომ არ გადაუხვევს ფისკალური სამიზნეებიდან და წარსულში დაწყებული რეფორმებიდან. ამასთან, ათენი აცხადებს, რომ არ შეაჩერებს ან გააუქმებს პრივატიზაციის რომელიმე მიმდინარე, ან დასრულებულ პროცესს და უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყნის „ჰუმანიტარულ კრიზისთან“ ბრძოლა არ გამოიწვევს „უარყოფით ფისკალურ შედეგებს.“ საერთაშორისო კრედიტორების „ტროიკამ“ - ევროპის ცენტრალურმა ბანკმა,საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და ევროკომისიამ - ახლა წარდგენილი რეფორმების პროექტი უნდა დაამტკიცოს საიმისოდ, რომ საბერძნეთს ოთხი თვით გაუგრძელდეს 240 მილიარდი ევროსგან შემდგარი დახმარების პროგრამა.

XS
SM
MD
LG