Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო დაკავებული ბელორუსი აქტივისტის ახალი სასამართლო მოსმენა


დღეს დაიწყო დაკავებული ბელორუსი აქტივისტის, მიკალაი ძიადოკის, ახალი სასამართლო მოსმენა, რომლის შედეგად, ის შეიძლება კიდევ ერთი წლით დარჩეს ციხეში. სასამართლო მოსმენა უნდა დაწყებულიყო ქალაქ მოგილიოვთან მდებარე ციხეში, რომელშიც ანარქისტი ძიადოკი იმყოფება. ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ძიადოკის ოთხნახევარწლიან სასჯელს 3 მარტს გასდის ვადა, თუმცა მას ახლა უკვე ციხის წესების დარღვევაში სდებენ ბრალს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ძიადოკს კიდევ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თავად აქტივისტი ამბობს, რომ უდანაშაულოა.

XS
SM
MD
LG