Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ პავლოვს ესპანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს


ესპანეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ყაზახი მაგნატის, მუხტარ აბლიაზოვის, დაცვის წევრ ალექსანდრ პავლოვს. ესპანეთის გაზეთი „პაისი“ წერს, რომ უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პავლოვი, რომელიც 2012 წელს ესპანეთში დააკავეს და ყაზახეთში უნდა ყოფილიყო ექსტრადირებული, შეძლებს ესპანეთში დარჩეს. ყაზახეთში პავლოვს ტერორისტული აქტების დაგეგმვაში სდებენ ბრალს. მისი თქმით, ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. მუხტარ აბლიაზოვს, ყაზახეთის ცნობილ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ყაზახეთის „ბეტეა“ ბანკის ხელმძღვანელად ყოფნისას დაახლოებით ხუთი მილიარდი დოლარის გაფლანგვაში ადანაშაულებენ. სასამართლომ მისი საფრანგეთიდან რუსეთში ექსტრადირების ნებართვა გასცა. პავლოვის მსგავსად, აბლიაზოვიც აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებას პოლიტიკური სარჩული აქვს.

XS
SM
MD
LG