Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერი ევროკავშირის ახალ ლიდერებს შეხვდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ის ევროკავშირის ახალ ლიდერებს შეხვდება. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, რის შემდეგაც დაგეგმილია ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი უმასპინძლებს, ჩატარდება შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკთან და მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კირილ გაბურიჩისთან. საქართველოს დელეგაციაში, პრემიერ-მინისტრის გარდა შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.

XS
SM
MD
LG