Accessibility links

logo-print

ფინანსთა სამინისტროსთან აქციის მონაწილეებსა და დაცვას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა


ფინანსთა სამინისტროს მისაღებში აქციის მონაწილეებსა და დაცვას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამინისტროს დაცვამ ფოიეში მყოფი "რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი და "თავისუფალი საქართველოს" წევრი ბეჟან გუნავა შენობაში არ შეუშვა, რასაც დაცვასა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შორის დაპირიპირება მოჰყვა. ირაკლი ღლონტი აცხადებდა, რომ მას უფლება ჰქონდა შესულიყო მის მიერ არჩეულ ფინანსთა მინისტრთან, დაცვის თანამშრომლები კი განუმარტეს, რომ ამისთვის საშვები ჭირდებათ. აქციას, სახელად „შემოულაწუნე“,"თავისუფალი საქართველოს", "რეფორმატორებისა" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა ჩაატარეს.

XS
SM
MD
LG