Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში ვიქტორია ნულანდს შეხვდა


სახელმწიფო დეპარატმენტის ინფორმაციით, უკრაინის კრიზისის თაობაზე ვაშინგტონში ერთმანეთს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შეხვდნენ. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების საბჭოს მრჩეველია ვაშინგტონში მთელი კვირის განმავლობაში ხვდებოდა ამერიკის წამყვან პოლიტიკოსებს, რათა დაითანხმოს ისინი უკრაინისათვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების თაობაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ 24 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის მთავრობას კორუფციის აღმოფხვრისაკენ მიმართულ ძალისხმევაში. ამერიკელმა სენატორმა დემოკრატმა ბენჟამინ კარდინმა კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვიზიტმა ნათლად დაადასტურა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მისი საზღვრების დაცვის შესაძლებლობა გააჩნდეს.

XS
SM
MD
LG