Accessibility links

მოსკოვში აქციამდე დააკავეს უკრაინელი დეპუტატი


უკრაინელი დეპუტატი აცხადებს, რომ რუსეთის პოლიციამ დააკავა, ოპოზიციის ორგანიზებით მოსკოვში აქციის დაწყებამდე. აქცია მოკლული ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის ხსოვნას მიეძღვნა. დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ 1 მარტს ფეისბუქით გაავრცელა შეტყობინება: „დამაკავა პოლიციამ. არაფერი მიყვირია, თან არც პლაკატი მქონია და არც დროშა. მხოლოდ მაისურის გამო დამაკავეს.“ ფეისბუქით გავრცელებულ ფოტოზე გონჩარენკოს აცვია მაისური, რომელზეც ნემცოვის სახეა გამოსახული და უკრაინულ ენაზე აწერია „გმირები არ კვდებიან“ - როგორც გახსენება პოპულარული ლოზუნგისა, რომელსაც უკრაინაში შარშანდელი გამოსვლების დროს იყენებდნენ. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გონჩარენკოს დაპატიმრება დაადასტურა და განაცხადა, რომ მის საქმეს ახლა გამომძიებლებს გადასცემენ. კრემლის მომხრე ჯგუფები წარმოშობით ოდესელ გონჩარენკოს ადანაშაულებენ იმ გამოსვლებში მონაწილეობაში, რომლებსაც გასულ მაისში პრო-რუსულად განწყობილი ათობით აქტივისტი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG