Accessibility links

logo-print

ობამა: ირანთან მისაღები შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, აშშ მოლაპარაკებიდან გავა


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, თეირანთან მისაღები შეთანხმების მიღწევა თუ არ მოხერხდა, აშშ გამოეთიშება ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებას. როგორც ობამამ ტელევიზიით 8 მარტს გადაცემულ ინტერვიუში თქვა, ნებისმიერმა შეთანხმებამ დასავლეთს საშუალება უნდა მისცეს შეამოწმოს, თეირანი ატომური იარაღის შექმნაზე ხომ არ მუშაობს. ობამას თქმით, შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს ისიც, რომ დასავლეთს საკმარისი დრო ექნება სამოქმედოდ, „თუ ისინი განზრახ შეგვიყვანენ შეცდომაშიო.“ ობამას განცხადებით, მხარეებმა შესძლეს პოზიციებს შორის გარკვეული განსხვავებების შემცირება, თუმცა კვლავ რჩება უთანხმოება, რომელიც უნდა გადაილახოს საიმისოდ, რომ მხარეებმა დათქმულ ვადაში, მარტის ბოლომდე მიაღწიონ შეთანხმების ჩარჩოს. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 15 მარტს გაიმართება. ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია და ემსახურება ენერგიის შექმნას და სხვა სამოქალაქო მიზნებს.

XS
SM
MD
LG