Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტისა და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი."თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ამ სხდომაზე აუცილებლად უნდა იყვნენ მოწვეული მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააყენებენ.

XS
SM
MD
LG