Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნოვაია გაზეტა" ასახელებს ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო შემკვეთს


„ნოვაია გაზეტა“ ეჭვქვეშ აყენებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ბორის ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორზე. გამოცემა სარედაქციო სტატიაში ასახელებს იმ ადამიანის სახელს, ვისაც დანაშაულის აშკარა შემკვეთს უწოდებს. ეს არის მაიორი, სახელად რუსლანი, რომლის გვარიც, თითქოს, ცნობილია პრეზიდენტისთვის. „ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, აღნიშნული პირი ორშაბათს გროზნოში დაკითხეს. ზოგიერთი ცნობით, მისი „ნათესავი გავლენიანი ჩეჩენი ძალოვანია“. ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ივარაუდა, რომ ლაპარაკია მაიორ რუსლან გერემეევზე. ბიძამისი - სულეიმან გერემეევი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრია ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან. მეორე ახლო ნათესავი - ადამ დელიმხანოვი სახელმწიფო დუმის დეპუტატია. „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორმა სერგეი სოკოლოვმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს აგრეთვე უთხრა, რომ, მისი მონაცემებით, ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორი არ არის დაკავებული ზაურ დადაევი. 10 მარტს დადაევმა უარი განაცხადა აღიარებითი ჩვენების მიცემაზე და უფლებადამცველებს უთხრა, რომ წამებისა და ცემის მსხვერპლია.

XS
SM
MD
LG