Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტის სპიკერი იცავს თეირანის მოქმედებას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ


ირანის პარლამენტის სპიკერი, ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტთა მხრიდან ტერორიზმის საფრთხე კიდევ უფრო მეტ ქვეყანას დაემუქრებოდა, ირანი ერაყს რომ არ ეხმარებოდეს მათთან ბრძოლაში. ლარიჯანი ამ განცხადებით 11 მარტს გამოვიდა ყატარში, ქუვეითში გამართული მოლაპარაკებიდან ერთი დღის შემდეგ. ორივე ქვეყანა ნაწილია სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ბლოკისა, რომლებმაც ახლახან ირანს ბრალი დასდეს მეზობელი იემენის საქმეებში ჩარევაში, სადაც მეამბოხე შიიტების ჯგუფმა დედაქალაქი დაიკავა. აშშ-ის არმიის გენერალმა, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა მარინ დემპსიმ 11 მარტს განაცხადა, რომ ირანი, ამ ეტაპზე, დადებით როლს ასრულებს ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან მიმდინარე ბრძოლაში, მაგრამ ექსტრემისტებს როცა დაამარცხებენ, თეირანის მხარდაჭერით მოქმედმა გასამხედროებულმა ჯგუფებმა შესაძლოა ქვეყნის გაერთიანების მცდელობას გამოუთხარონ ძირი. უფრო ადრე, 11 მარტს, ერაყელი სამხედროები და შიიტი გასამხედროებული ჯგუფები შევიდნენ ისლამური სახელმწიფოს მიერ დაკავებულ თიქრითში, ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქში. ერაყის ძალებს შეტევის განხორციელებაში ირანის სამხედრო მრჩევლები ეხმარებოდნენ.

XS
SM
MD
LG