Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: პუტინი ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრეზიდენტს


კრემლის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 12 მარტს ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს. განცხადების თანახმად, სხვა თემებს შორის, პრეზიდენტებმა ისაუბრეს „რუსეთ-სომხეთის პარტნიორობაზე“ და „ინტეგრაციის პროცესზე“ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, რომელსაც სომხეთი იანვარში შეუერთდა. კრემლის განცხადების ფონია გავრცელებული ხმები, რომ 62 წლის პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რადგან ის საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც 5 მარტს ტელევიზიით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკებს.

XS
SM
MD
LG