Accessibility links

logo-print

გაეროს ანგარიში: ომის გამო სირიელების 80 პროცენტი სიღატაკეში ცხოვრობს


გაეროს მხარდაჭერით შედგენილი ანგარიშის თანახმად, სირიაში მიმდინარე ომმა ქვეყნის მოსახლეობის 80 პროცენტი ღატაკად აქცია. პოლიტიკის კვლევის სირიის ცენტრის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 20 წლით შემცირდა სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2010 წელს დაწყებულმა კონფლიქტმა 200 მილიარდ დოლარზე დიდი მოცულობის ზარალი მოიტანა. 11 მარტს გავრცელებული ანგარიში საუბრობს სირიის ეკონომიკის სისტემატურ კოლაფსსა და ნგრევაზე, ძალიან მაღალ ინფლაციაზე და მასობრივ უმუშევრობაზე. 12 მარტს ჰუმანიტარულმა სააგენტოებმა განაცხადეს, რომ სირიის კონფლიქტში 2014 წელი ყველაზე უარესი იყო ამ ეტაპამდე და შედეგი ვერ გამოიღო გაეროს უშიშროების საბჭოს სამმა რეზოლუციამ, რომელიც მიზნად ისახავდა მოსახლეობის სირთულეების შემსუბუქებას. ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ შემცირებულია ჰუმანიტარული დაფინანსება.

XS
SM
MD
LG