Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის მთავრობა კაიროს აღმოსავლეთით ახალი დედაქალაქის აგებას გეგმავს


ეგვიპტის მთავრობა გეგმავს კაიროს აღმოსავლეთით ქვეყნის ახალი დედაქალაქის აგებას, რომელშიც შვიდი მილიონი ადამიანი იცხოვრებს და განლაგებული იქნება სამთავრობო დაწესებულებები. ამის შესახებ პარასკევს განაცხადა ეგვიპტის საბინაო მშენებლობის მინისტრმა მუსტაფა მადბულიმ. მისი თქმით, გეგმა კაიროში მოსახლეობის სიჭარბესთან არის დაკავშირებულ. ამჟამად ეგვიპტის დედაქალაქში 20 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ექსპერტების აზრით, მოდევნო 40 წლის განმავლობაში კაიროს მოსახლეობა გაორმაგდება.

XS
SM
MD
LG