Accessibility links

logo-print

7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენეს


პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიგი უგულავას კი - დაუმძიმდათ. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე; დავით კეზერაშვილისთვის - თავისუფლების აღკვეთას ვადით 9-დან 12 წლამდე; ზურაბ ადეიშვილისთვის - თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე; ვანო მერაბიშვილისთვის - თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე; გიგი უგულავასთვის - თავისუფლების აღკვეთას ვადით 9-დან 12 წლამდე.

XS
SM
MD
LG