Accessibility links

logo-print

ჩინეთის მთავრობა აფრთხილებს ბირმის ხელისუფლებას


ჩინეთის მთავრობა აფრთხილებს ბირმის ხელისუფლებას, რომ მიიღებს „გადამწყვეტ ზომებს“ ჩინეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეყნის საზღვრისპირა ტერიტორიებზე. გასულ კვირაში ჩინეთმა ბირმა დაადანაშაულა ქვეყნის ტერიტორიის დაბომბვაში, რომელსაც ოთხი ჩინელი ფერმერი ემსხვერპლა. ბირმის ჯარმა, რომელიც ჩინეთის საზღვართან ახლოს აწარმოებს სამხედრო ქმედებებს ეთნიკური დაჯგუფება კოკანგის ამბოხებულების წინააღმდეგ, განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიებას დაიწყებს, თუმცა ფერმერების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

XS
SM
MD
LG