Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოზანაში გრძელდება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ აშშ-ს და ხუთ წამყვან ქვეყანას და ირანს შორის ბირთვულ მოლაპარაკებაზე კვლავ არის ხარვეზები მხარეებს შორის. მოლაპარაკების მიზანია ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ წევრს და გერმანიას შორის დაიდოს ხელშეკრულება, რომელიც გააქარწყლებს ეჭვს, რომ ირანი ბირთვულ იარაღის შექმნას ესწრაფვის. სანაცვლოდ გააუქმებენ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს. ზარიფის განცხადება მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ჯონ კერისთან შეხვედრას ლოზანაში, შვეიცარიაში. ირანის დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრა ევროპელ მინისტრებთან შესახვედრად. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ირანმა კიდევ უნდა მიიღოს რთული და აუცილებელი გადაწყვეტილებები, რათა მისი ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული შეშფოთება გაქარწყლდეს. მისივე თქმით, არ არის ცხადი, მოხერხდება თუ არა მარტის ბოლოსთვის ჩარჩო-ხელშეკრულების მიღწევა.

XS
SM
MD
LG