Accessibility links

უკრაინის უმაღლესი რადა იმსჯელებს დონბასის საგანგებო სტატუსზე


უკრაინის უმაღლეს რადაში დონბასის საგანგებო სტატუსის შესახებ კანონპროექტი პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შეიტანა. 17 მარტს რადა იმსჯელებს დოკუმენტზე, რომელიც გულისხმობს დონბასის ცალკეულ რაიონში თვითმმართველობის საგანგებო წესზე. პეტრო პოროშენკოს განცხადებით, კანონი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ზოგიერთ რაიონში თვითმმართველობის განსაკუთრებული წესის შესახებ, ამ ტერიტორიებზე უკრაინის სუვერენიტეტს აღადგენს. საგანგებო წესი ამოქმედდება უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიული არჩევნების შემდეგ.მინსკის შეთანხმებებით, უმაღლეს რადას ჯერ კიდევ 14 მარტისთვის უნდა განესაზღვრა დონბასის რაიონები, რომლებსაც საგანგებო პოლიტიკური და ეკონომიკური სტატუსი უნდა მინიჭებოდა. გასულ კვირაში სეპარატისტთა ლიდერებმა განაცხადეს, რომ დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს დაარღვევენ, თუკი უმაღლესი რადა დააყოვნებს მინსკის შეთანხმებების პოლიტიკური პირობების შესრულებას. 12 მარტს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ შეათანხმა დონბასის იმ რაიონების საზღვრები, რომლებსაც საგანგებო სტატუსი მიენიჭება.

XS
SM
MD
LG