Accessibility links

logo-print

აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები განაგრძობენ ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებას


შვეიცარიაში გრძელდება მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე. შეერთებული შტატების და ირანის წარმომადგენლები ცდილობენ მიაღწიონ წინსვლას ამ პროგრამის შესაზღუდად, ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. დელეგაციებს ხელმძღვანელობენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი. ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, მიღწეულია წინსვლა ტექნიკური საკითხების განხილვისას, მაგრამ ჯერ კიდევ მოსაგვარებელია უთანხმოებები. აშშ მსოფლიოს კიდევ ხუთ წამყვან ქვეყანასთან ერთად ცდილობს, მიაღწიოს შეთანხმებას ირანის ბირთვული პროგრამის შესაზღუდად, რადგან დასავლეთში შიშობენ, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. მხარეებს მარტის ბოლო აქვთ განსაზღვრული შეთანხმების პროექტის მოსამზადებელ ბოლო ვადად.

XS
SM
MD
LG