Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ არ ცნობს მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებულ „ხელშეკრულებას“


შეერთებული შტატები არ ცნობს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიას შორის ხელმოწერილ ეგრეთ წოდებულ „ხელშეკრულებას“. ამის შესახებ გუშინ, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე, კიდევ ერთხელ ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ საკიმ. მისივე თქმით, ვერც ეს დოკუმენტი, და ვერც მოსკოვის მიერ აფხაზეთთან გაფორმებული ანალოგიური „ხელშეკრულება“ ჩაითვლება საერთაშორისო სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტებად. „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და ჩვენ კვლავინდებურად მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას,“ განაცხადა ჯენ საკიმ. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ მოსკოვმა და ცხინვალმა „ხელშეკრულება“ გააფორმეს ზუსტად იმ დღეს, როცა ჟენევაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების მიზნით.

XS
SM
MD
LG