Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილჰამ ალიევმა 100-მდე პატიმარი შეიწყალა


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, შეიწყალა 100-მდე პატიმარი აღმოსავლური ახალი წლის, ნოვრუზის, დღესასწაულთან დაკავშირებით. შეწყალების განკარგულებას ალიევმა 18 მარტს მოაწერა ხელი, რის შემდეგაც ასევე გაათავისუფლეს მთავრობის სამი ოპონენტი, რომლებსაც უფლებადამცველები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევდნენ - ცნობილი ბლოგერი ორხან ეიუბზადე, არასამთავრობო ორგანიზაციის - „არჩევნების მონიტორინგი და დემოკრატია“ - ხელმძღვანელი ბაშირ სულეიმანი და აქტივისტი ანარ ქასიმლი. 2014 წლის მაისში ეიუბზადე არასანქცირებულ მსვლელობაში მონაწილეობისთვისა და პოლიციასთან გაწეული წინააღმდეგობისთვის დააკავეს. სულეიმანს სამწელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს გადასახადების გადაუხდელობის გამო - თავად სულიმანის თქმით, ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ხოლო ქასიმლი სკოლებში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ გამოთქმული პროტესტის შემდეგ დააკავეს. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები „ჰიუმან რაიტს უოჩი“ და „ამნესტი ინტერნეშნლი“ აცხადებენ, რომ პატიმრების შეწყალება კარგი ამბავია გათავისუფლებულებისთვისა და მათი ოჯახებისთვის, თუმცა ბევრი მათგანი თავიდანვე არ იმსახურებდა ციხეში ყოფნას.

XS
SM
MD
LG