Accessibility links

logo-print

ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა


20 მარტს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძე აირჩია. კენჭისყრის შედგები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გამოაცხადა და გვენეტაძეს არჩევა მიულოცა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე პარლამენტის წინაშე ფიცი უნდა დადოს, რაც როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა, შესაძლოა დღესვე მოხდეს. „მე და ჩემმა კოლეგებმა ვიბრძოლეთ სამართლიანობისთვის და დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა ჩემთვის", - განაცხადა კენჭისყრის შემდეგ ნინო გვენეტაძემ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგინებით ათი წლის ვადით აირჩია. ნინო გვენეტაძემ ამ თანამდებობაზე კონსტანტინე კუბლაშვილი შეცვლა.

XS
SM
MD
LG