Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ბელორუსიასა და ყაზახეთს სავალუტო კავშირის შექმნას სთავაზობს


დადგა დრო, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები რუსეთს, ბელორუსიასა და ყაზახეთს შორის სავალუტო კავშირის შექმნის თაობაზე, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 20 მარტს ყახაზეთის დედაქალაქ ასტანაში ბელორუსიისა და ყაზახეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის დროს. პუტინს არ დაუკონკრეტებია, ახალი საერთო ვალუტის შემოღება ჰქონდა მხედველობაში, თუ ბელორუსიისა და ყაზახეთის გადასვლა სურს რუსულ რუბლზე. ნავთობზე ფასის დაცემამ კიდევ უფრო გააუფასურა რუსული რუბლი და ყაზახური ტენგე და სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა ევრაზიულ კავშირს, რომელშიც რუსეთი, ყახაზეთი, ბელორუსია და სომხეთი არიან გაერთიანებული.

XS
SM
MD
LG