Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერბურგში ვერ ჩატარდა ნაციონალისტთა ფორუმი ბომბით მუქარის გამო


რუსი და დასავლელი ულტრა-მემარჯვენეების თავყრილობა ჩაიშალა პეტერბურგში მას მერე, რაც პოლიციამ გაფრთხილება მიიღო შენობაში ბომბის შესახებ. როგორც ფორუმის ორგანიზატორებმა განაცხადეს, მათ შენობის ევაკუაცია სთხოვა პოლიციამ ანონიმური სატელეფონო ზარის შემდეგ. მანამდე პეტერბურის პოლიციამ დააკავა საპროტესტო გამოსვლის მონაწილე რვა პირი, რომლებიც ამ საერთაშორისო კონსერვატული ფორუმის წინააღმდეგ გავიდნენ ქუჩაში. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად რუსეთში ჩავიდნენ ევროპის ქვეყნების ნაციონალისტური პარტიების წარმომადგენლები. პეტერბურგში დღეს გაიმართა სხვა ცალკეული პიკეტი ფორმუმის მოწინააღმდეგეთა მონაწილეობით. ულტრამემარჯვენეთა ფორუმის ორგანიზატორია რუსეთის ნაციონალ-კონსერთატორული პარტის სამშობლო.

XS
SM
MD
LG