Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლის 3-ჯერ შეცვლის მიზეზები განმარტოს


"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, დეფიციტის შესახებ საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაასწოროს და საზოგადოებას რამდენიმე დღის განმავლობაში მისი სამჯერ შეცვლის მიზეზები განუმარტოს.როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, 19 მარტს "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მცირე კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის ბიუჯეტის დეფიციტის არასწორად დაანგარიშებასა და 82 მილიონი ლარის დაბრუნების ქვეანგარიშზე გაუმართლებლად განთავსებაში ამხელდა, კვლევის გამოქვეყნების შემდეგ მინისტრი და მინისტრის მოადგილეები, ღია ეთერში თუ პირად საუბრებში "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ ამ ინფორმაციის შეცვლას და უარყოფას მოითხოვდნენ. თუმცა, კვლევის გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ დეფიციტის 3 სხვადასხვა მონაცემი გამოაქვეყნა: 19 მარტს 3.2%-იანი დეფიციტი ჯერ 3%-მდე ჩამოვიდა, ხოლო 20 მარტს კვლავ 3.2%-ს დაუბრუნდა.

XS
SM
MD
LG