Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ჯარისკაცებმა მოკლეს 15 ექსტრემისტი


პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, ჯარისკაცებმა 15 ექსტრემისტი მოკლეს ჩრდილოდასავლეთში, ავღანეთის საზღვართან მდებარე ხიბერის რეგიონში. არმიის განცხადებაში, რომელიც 28 მარტს გავრცელდა, ნათქვამია, რომ ჯარისკაცებმა 28 მარტს, დილით მიაკვლიეს ექსტრემისტების ჯგუფს ტირაჰის ველზე და მათზე იერიში განახორციელეს. ბრძოლის მსვლელობაში დაიჭრა სამი პაკისტანელი ჯარისკაცი. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ამ ცნობას. პაკისტანელმა სამხედროება შარშან წამოიწყეს თავდასხმითი ოპერაცია ექსტრემისტების წინააღმდეგ ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონებში, რომლებსაც ადგილობრივი კლანები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG