Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლელი დიპლომატი: გაურკვეველია, მოხერხდება თუ არა ირანზე შეთანხმების მიღწევა


დასავლელი დიპლომატის განცხადებით, გაურკვეველია, მოხერხდება თუ არა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების ჩარჩოს მიღწევა დათქმულ ვადაში, 31 მარტამდე. შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთის, აშშ-ის, გერმანიის და ირანის წარმომადგენლები. მიზანია ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც შეზღუდავს ირანის ბირთვულ პროგრამას, ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. დიპლომატმა ეს განცხადება თავისი ვინაობის საიდუმლოდ დატოვების პირობით გააკეთა. მისი თქმით, ყველაზე მეტი სირთულე უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ირანის ბირთვული აქტივობის შეზღუდვის ხანგრძლივობა პირველი 10 წლის შემდეგ, ირანისთვის გაეროს მიერ დაწესებული სანქციების მოხსნა და სანქციების აღდგენა იმ შემთხვევაში, თუ თეირანი პირობებს არ შეასრულებს. „შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, თუ ამ კითხვებზე პასუხები არ გვექნებაო“ - უთქვამს დიპლომატს სააგენტო „როიტერსისთვის“.

XS
SM
MD
LG