Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში ქართველი უფლებადამცველი დააკავეს


აზერბაიჯანში დააკავეს უფლებადამცველი და სამხრეთ კავკასიაში „ჰიუმან რაიტს უოჩის“ თანამშრომელი, გიორგი გოგია. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შვედი დიპლომატი და უფლებადამცველი ტომას ჰამარბერგი, რომელიც თავის ტვიტერის გვერდზე წერს, რომ ქართველი უფლებადამცველი ბაქოს აეროპორტში დააკავეს მაშინ, როცა ის ამ ქვეყანაში უფლებადაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის ჩავიდა. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენლის, რეიჩელ დენბერის თქმით, გოგია თბილისიდან 30 მარტს ჩაფრინდა, რათა დასწრებოდა დაკავებული რასულ ჯაფაროვისა და ინტიგამ ალიევის სასამართლო პროცესებს. აზერბაიჯანული გამოცემა contact.az-ის ცნობით, გოგია უკვე ერთ დღეზე მეტია ბაქოს აეროპორტში იმყოფება. დაკავების მიზეზებზე დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG