Accessibility links

logo-print

ყირიმის თათრულენოვან ტელეარხს დახურვა ემუქრება


ყირიმში, რომელიც შარშან რუსეთმა მიიერთა, დახურვა ემუქრება თათრულ ენაზე მაუწყებელ ერთადერთ ტელევიზიას,„ა-ტე-ერ“-ს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა არხის მფლობელმა, ლენურ ისლიამოვმა. მისი თქმით, რუსეთის მედიის მარეგულირებელმა ორგანომ, „როსკომნადზორმა“, რამდენჯერმე უკუაგდო არხის მცდელობა, დარეგისტრირებულიყო რუსული კანონმდებლობით და ამისთვის ტექნიკური სირთულეები მოიმიზეზა. ისლიამოვი ამბობს, რომ მის ტელეარხს აქვს უკრაინული ლიცენზია და დღეს ამოეწურა რეგისტრაციის ვადა. არხის მფლობელი არ აპირებს ყირიმიდან უკრაინის სხვა რეგიონში გადასვლას, მაუწყებლობის იქ გასაგრძელებლად. „ა-ტე-ერ“-ის შენობასთან დღეს მხარდაჭერის გამოსახატად შეიკრიბა 100-მდე ყირიმელი თათარი. მათი თქმით, 2014 წლის მარტში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ყირიმელი თათრები სულ უფრო მეტ დისკრიმინაციასა და ძალადობას აწყდებიან. ისინი ყირიმის მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ.

XS
SM
MD
LG