Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ექსტრემისტებმა დაიპყრეს პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკის ნაწილი


სირიელი აქტივისტებისა და თვითმხილველების განცხადებით, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ კონტროლი დაამყარა სირიის დედაქალაქში პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკის დიდ ნაწილზე. ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებსა და პალესტინელებს შორის შეტაკება 1 აპრილს დაიწყო დამასკში, იარმუკის ბანაკში. ამ ბანაკს თავს აფარებს 18 ათასამდე ადამიანი. ამასობაში, იორდანიამ გამოაცხადა, რომ დროებით ჩაკეტა ერთადერთი მოქმედი საკონტროლო-გამშვები პუნქტი სირიის საზღვარზე, საზღვრის მეორე მხარეს ძალადობის გამო. სამხრეთ სირიაში მეამბოხეების წარმომადგენლის ცნობით, მეამბოხეები ცდილობენ ამ გამშვებ პუნქტზე კონტროლის დამყარებას. სირიაში 200 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგულ მეომრებსა და მეამბოხეებს შორის ოთხი წლის წინ დაწყებული ბრძოლის შედეგად.

XS
SM
MD
LG