Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოხოტის ზღვაში გემის ჩაძირვას ემსხვერპლა 54 ადამიანი


ოხოტის ზღვაში, კამჩატკის მიდამოებში ჩაიძირა ტრალერი „დალნი ვოსტოკი“. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 54 ადამიანი. თევზსაჭერ გემზე 130 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევა ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მოხდა. ეკიპაჟის წევრთა ნახევარი ევაკუირებულია. დაახლოებით 15 ადამიანის ბედი უცნობია. გემზე იმყოფებოდნენ რუსეთის, უკრაინის, ლიტვისა და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. არსებული მონაცემებით, ტრალერის ჩაძირვის მიზეზი იყო მისი შეჯახება მცურავ ყინულთან. შემთხვევის ადგილზე წყლის ტემპერატურა 0 გრადუსის ფარგლებშია. რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს კამჩატკის სამმართველოს ინფორმაციით,შემთხვევის რაიონში ვერტმფრენით გაგზავნეს მაშველები და ექიმები. დაშავებულებს მაგადანის საავადმყოფოებში გადაიყვანენ. ტრალერ „დალნი ვოსტოკის“ ტიპის გემები გამიზნულია თევზჭერისთვის, თევზის სწრაფად გაყინვისა და შენახვისთვის. 1974 წლიდან ასეთი 120-მდე გემია გამოშვებული.

XS
SM
MD
LG