Accessibility links

logo-print

ზარიფი: ირანის შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესია, მაგრამ შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მუჰამად ზარიფის თანახმად, „მნიშვნელოვანი პროგრესი“ აღინიშნა, თუმცა „საბოლოო შედეგი ჯერ არ არის მიღწეული“ მოლაპარაკებებზე, რომელთა მიზანია თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების მიღწევა. ზარიფი ამ განცხადებით გამოვიდა 2 აპრილს, იმ ფონზე, როცა ექვსი წამყვანი ქვეყნის და ირანის მაღალი რანგის დიპლომატები მოლაპარაკებას განაგრძობენ, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ჩარჩოს მიღწევა ვერ მოხერხდა დათქმულ ვადაში, 31 მარტამდე. მოლაპარაკებები მიზნად ისახავს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. დასავლეთის ქვეყნების სურვილია ირანმა ვერ შესძლოს ატომური ბომბის შექმნა, თეირანი კი ესწრაფვის მისი ეკონომიკისთვის მტკივნეული, გაეროს, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებას. საბოლოო შეთანხმება 30 ივნისამდე უნდა გაფორმდეს.

XS
SM
MD
LG