Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს ეწვევა თურქეთის პრეზიდენტი


უახლოეს დღეებში ირანს ეწვევა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რამდენიმე მაღალი რანგის შეხვედრის გამართვის მიზნით. სააგენტო როიტერის თანახმად, 7 აპრილს დაგეგმილი ვიზიტი შედგება ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გამოკვეთილი დაძაბულობის მიუხედავად. ირანში ზოგიერთი პარლამენტარი გამოვიდა ვიზიტის გაუქმების მოწოდებით, მას შემდეგ, რაც ერდოანმა საჯაროდ დაუჭირა მხარი საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით წარმოებულ სამხედრო ოპერაციას, რომლის სამიზნეა ირანთან კავშირის მქონე შიიტი მეამბოხეები იემენში. ორ სახელმწიფოს ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებს, ირანი თურქეთისთვის ბუნებრივი აირის სიდიდით მეორე მიმწოდებელია. მაგრამ ბოლო წლებში მათ შორის გაუარესდა დიპლომატიური ურთიერთობა, უთანხმოების შედეგად იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას მეზობელ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი.

XS
SM
MD
LG