Accessibility links

logo-print

სომხეთში პოლიციამ რეიდი განახორციელა ოპოზიციონერთა ჯგუფზე


სომხეთის ოპოზიციონერთა ჯგუფი, რომელიც 24 აპრილისთვის მთავრობის საწინააღმდეგო აქციის მოწყობას გეგმავს, აცხადებს, რომ პოლიციამ გაჩხრიკა მისი ოფისი, ხოლო ჯგუფის წევრები დასაკითხად დაიბარა. ჯგუფისა და კონკრეტული პირების დაუსახელებლად, სომხეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა აღკვეთეს 24 აპრილისთვის დაგეგმილი „მასობრივი არეულობა“. როგორც აქტივისტებმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს უთხრეს, ქალაქებში ვანაძორში, კაპანსა და გიუმრიში ორგანიზაციის ადგილობრივი ფილიალების ხელმძღვანელები პოლიციაში დასაკითხად არიან დაბარებული. 24 აპრილს ქვეყანაში პატივს მიაგებენ პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიაში განხორციელებული ხოცვა-ჟლეტისას, 1,5 მილიონამდე დაღუპული სომხის ხსოვნას.

XS
SM
MD
LG