Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მოსკოვში სამხედრო აღლუმს არ დასწრება


ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მილოშ ზემანი მოსკოვში ჩავა, მაგრამ არ დაესწრება სამხედრო აღლუმს, რომლიც ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 70 წლისთავს მიეძღვნება და 9 მაისს გაიმართება. ზემანის პრეს-მდივნის, ირჟი ოვჩაჩეკის თქმით, ზემანი მოსკოვში ჩავა 8 მაისს და შემდეგ დღეს მონაწილეობას მიიღებს ცერემონიებში, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების ხსოვნას მიეძღვნება. სამხედრო აღლუმის დროს, ზემანი შეხვდება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს. ჩეხეთის პრემიერმა, ბოჰუსლავ სობოტკამ კმაყოფილება გამოხატაზემანის გადაწყვეტილებით. ადრე დაგეგმილი იყო აღლუმზე ზემანის დასწრება, რასაც კრიტიკა მოჰყვა საპარლამენტო ოპოზიციის, მემარჯენე-ლიბერალური და მმართველი, მემარცხენე-ცენტრისტული რიგებიდან.

XS
SM
MD
LG