Accessibility links

ავღანეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში


ავღანეთში გაეროს მხარდაჭერის მისიის ინფორმაციით, 2015 წლის პირველ კვარტალში ახალ რეკორდს მიაღწია მსხვერპლმა მშვიდობიანი მოსახლეობის რიგებში. ორგანიზაციის მიერ 12 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8 %-ით იმატა სახმელეთო ბრძოლების მასშტაბებმაც. მთლიანობაში 2015 წლის პირველ კვარტალში სახმელეთო შეტაკებებში 655 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1155 -ი დაიჭრა. გაეროს მხარდაჭერის მისია მოუწოდებს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, რათა ყველა ზომა გამოიყენოს სამშვიდობო მოსახლეობის დასაცავად.

XS
SM
MD
LG