Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გააუქმა ირანისათვის S-300 ტიპის რაკეტების მიწოდების აკრძალვა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ირანისათვის S-300 ტიპის რაკეტების მიწოდებაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმების შესახებ. რუსეთმა ეს აკრძალვა დააწესა 2010 წელს, დასავლეთიდან ზეწოლის შედეგად მას შემდეგ, რაც მხარი დაუჭირა თეირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების ბოლო წყებას. სანქციების მიზეზია ირანის ბირთვულ პროგრამა, რომელიც დასავლეთის ვარაუდით, ატომური იარაღის შექმნას ემსახურება. პუტინის ბრძანებულება ორ კვირაში მოჰყვა ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის (მათ შორის აშშ-ისა და რუსეთის) შეთანხმებას ჩარჩო-ხელშეკრულებაზე ირანის ბირთვული პროგრამის შესაზღუდად. ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ, ირანს შეუმსუბუქდება მისთვის დაწესებული სანქციები. მოსალოდნელია, რომ დიდი სიზუსტის S-300 ტიპის რაკეტებზე მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილება მკვეთრ უკმაყოფილებას გამოიწვევს ისრაელში, რომელიც რუსეთს მოუწოდებს, ნუ მიაწვდის ირანს ამ ტიპის რაკეტებს.

XS
SM
MD
LG