Accessibility links

logo-print

საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება


14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. „1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ხალხმა საბჭოთა რეჟიმის პირობებში გმირობის ტოლფასი ნაბიჯი გადადგა და, როცა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე დაემუქრა, უყოყმანოდ დაუპირისპირდა საბჭოთა რეპრესიულ მანქანას და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. პრემიერის შეფასებით, 1978 წლის 14 აპრილს ნათლად გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხი არასოდეს დათმობდა თავის უმთავრეს ღირებულებებს. „დღეს, როცა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე აღარ ემუქრება, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ მას, დავიცვათ ენის სიწმინდე და ასე შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG