Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​ინტერპოლმა შეწყვიტა ზურაბ ადეიშვილის ძებნა


მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ინტერპოლმა შეწყვიტა "წითელი ცირკულარით" საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ძებნა. პროკურატურის განცხადების თანახმად, 9 აპრილს ინტერპოლის გენერალური სამდივნოსგან მან შესაბამისი შინაარსის წერილი მიიღო. ადეიშვილის ძებნის შეწყვეტის მიზეზად ინტერპოლი ასახელებს იმას ასახელებს, აწ უკვე ყოფილ ძებნილს ერთ-ერთმა სახელმწიფომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა. ადეიშვილი და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ინტერპოლმა 2013 წლის 15 ოქტომბერს შეიყვანა საერთაშორისო მასშტაბით ძებნილთა სიაში. კეზერაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში – ფულის გათეთრებაში. ზურაბ ადეიშვილზე აღძრულ საქმეში კი ფიგურირებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მტკიცებულების ფალსიფიკაციაში აღმსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა.

XS
SM
MD
LG