Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ 200 მილიონ დოლარს სთავაზობს „ისლამური სახელმწიფოსგან“ დაზარალებულთა ოჯახებს


აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, მისი ქვეყანა 200 მილიონ დოლარს გამოუყოფს იძულებით ადგილნაცვალ პირებს, რომელთაც„ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტული ორგანიზაციის სამხედრო ოპერაციების შედეგად სახლ-კარის დატოვება მოუხდათ. გუშინ ობამამ თეთრ სახლში მიიღო ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდარ ალ-აბადი, რომელმაც შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარება სთხოვა. ობამამ განაცხადა, რომ თანდათან უმჯობესდება ერაყის შეიარაღებული ძალების მომზადებისა და აღჭურვის ხარისხი, მაგრამ „ისლამური სახელმწიფოს“ საბოლოო დამარცხებას გარკვეული დრო დასჭირდება.

XS
SM
MD
LG