Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ჩხრეკენ ხოდორკოვსკის ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ ოფისს


მოსკოვში ჩხრეკენ მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ ოფისის. ხოდორკოვსკის პრესმდივანი, ოლგა პისპანენი „ფეისბუკში“ წერს, რომ ოფისში მივიდა უფლებადამცველი ორგანოების შვიდი თანამშრომელი და ეძებს „სააგიტაციო მასალას - ტრანსპარანტებს, პროკლამაციებს 19 აპრილის მიტინგისათვის“. პრესმდივანი აღნიშნავს ასევე, რომ „ღია რუსეთი“ არ აპირებს მონაწილეობას ოპოზიციის აქციაში, რომელიც 19 აპრილისათვის დაინიშნა. მოსკოვის ხელისუფლებამ უარი თქვა მოსკოვის ცენტრში აქციის სანქცირებაზე. მიხაილ ხოდორკოვსკი - ნავთობკომპანია „იუკოსის“ დამფუძნებელი და რუსეთში ერთ დროს უმდიდრესი ადამიანი - ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს. მას 10 წელიწადზე მეტხანს მოუწია რუსეთში პატიმრობაში ყოფნა თაღლითობაში ბრალდების საფუძველზე.

XS
SM
MD
LG