Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ კახიძე: ბიძინა ივანიშვილს პროკურორები ატყუებენ


„მინდა ვუთხრა ბიძინას, რომ პროკურორები ატყუებენ, ადეიშვილი ლტოლვილის სტატუსის გამო არ ამოუღიათ ინტერპოლის დევნილთა სიიდან“ განაცხადა ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ. მისი თქმით, ინტერპოლის ძებნილთა სიიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის ამოღების მიზეზი პოლიტიკური დევნის მაღალი ალბათობა გახდა.“ერეკლე კოდუას ლტოლვილის სტატუსი აქვს, მაგრამ ინტერპოლის დევნილთა სიიდან არ ამოუღიათ. ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლის თანახმად დაუშვებელია ინტერპოლის მექანიზმის გამოყენება პოლიტიკური მოტივაციის საქმეზე. ამ შემთხვევაში ზურაბ ადეიშვილის განმარტებაზე დადგინდა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ დევნას“ - განაცხადა ოთახრ კახიძემ.

XS
SM
MD
LG