Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაკასიაში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია


რუსეთის ფედერაციაში შემავალი ხაკასიის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბუნებრივი ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება ტასის საინფორმაციო სააგენტო. ბოლო მონაცემებით, რეგიონის საავადმყოფოებს მიმართა 1072-მა პირმა, რომელთაგან 53 ჰოსპიტალიზებულ იქნა. დაზიანებულია 1300-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი 33 დასახლებულ პუნქტში, უსახლკაროდ დარჩა 4700-მდე პირი. ზარალის მოცულობას ექსპერტები შვიდ მილიარდ რუბლად (ანუ დაახლოებით 140 მილიონ დოლარად) აფასებენ. იმიერბაიკალეთსა და ბურიატიის ზოგ რაიონში ხანძრებთან ბრძოლა ჯერაც გრძელდება. ხანძრით მოცული ტერიტორია, ბოლო მონაცემებით, 100 ათას ჰექტარს აღწევს.

XS
SM
MD
LG