Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ხელისუფლების ცნობით, სამთავრობო ჯარებმა წინ წაიწიეს ქალაქ ბაიჯის რაიონში


ერაყის ხელისუფლების ცნობით, სამთავრობო ჯარებმა კონტროლი დააწესეს ქალაქ ბაიჯიში, ქვეყნის უმსხვილესი ნავთოგადამამუშავებელი ქარხნის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე, რომლისთვისაც ბრძოლები მიმდინარეობს ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“. გენერალ აიად ალ-ლაჰადის თქმით, სამთავრობო ჯარებმა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციასთან ერთად საჰაერო დარტყმები განახორციელეს მოწინააღმდეგის პოზიციების წინააღმდეგ. ლაჰაბის თქმით, დაახლოებით 160 მეამბოხე იქნა მოკლული ქალაქისთვის ბრძოლაში. სამთავრობო ჯარები ამჟამად ცდილობენ გაარღვიონ ალყა, რომელშიც მოაქციეს „ისლამური სახელმწიფოს“ რაზმებმა ბაიჯის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

XS
SM
MD
LG