Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო კოალიციამ საჰაერო დარტყმები განახორციელა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ


საერთაშორისო კოალიციამ, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აწარმოებს ოპერაციას, 17 და 18 აპრილს ორი ათეული საჰაერო დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პოზიციებზე სირიასა და ერაყში. კოალიციის ხელმძღვანელობის განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიაში შვიდი დარტყმა იქნა განხორციელებული მოიერიშე და ბომბდამშენი ავიაციის გამოყენებით. მოიერიშე ავიაციამ და უპილოტო საფრენმა აპარატებმა კიდევ ცამეტი შეტევა განახორციელეს ერაყში. ერაყის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაიბრუნა კონტროლი ქალაქ ბაიჯიში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის უდიდეს ნაწილზე.

XS
SM
MD
LG