Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ეკლესია ნეტარად შერაცხავს დახოცილ სომხებს


სომხეთის ეკლესია აპირებს ნეტარად შერაცხოს 1.5-მდე სომეხი, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის დროს გაჟლიტეს. ცერემონია 23 აპრილს საღამოს გაიმართება - ერთი დღით ადრე ოფიციალურ ღონისძიებებამდე, რომლებითაც ტრაგედიის მეასე წლისთავს აღნიშნავენ. ცერემონია სომხეთის მთავარ ტაძარში, ეჩმიაძინში ჩატარდება. როგორც ვარაუდობენ, ეს კანონიზაციის ყველაზე მასშტაბური რიტუალი იქნება ისტორიაში. ცერემონიის შემდეგ მთელ მსოფლიოში დარეკავს ზარები სომხურ ეკლესიებში, შემდეგ წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას. ოსმალეთის თურქების მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხთა მასობრივ ხოცვა-ჟლეტას და დეპორტაციას ბევრი ისტორიკოსი და რამდენიმე ქვეყანა გენოციდად მიიჩნევენ. თურქეთი ამას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ რეალურად გაცილებით ნაკლები სომეხი დაიხოცა. ამასთან, თურქეთის ვერსიით, მათი სიკვდილი გამოიწვია სამოქალაქო დაპირისპირებამ და არ წარმოადგენდა ამ ქრისტიანი უმცირესობის განადგურების მიზანმიმართულ მცდელობას.

XS
SM
MD
LG