Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია ევროკავშირს „რუსეთის შეშფოთების“ განმუხტვისაკენ მოუწოდებს


მედიაში გაჟონა იმ წერილის შინაარსმა, რომელშიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მოუწოდებს ევროკავშირის სწრაფად განმუხტოს "რუსეთის შეშფოთება", რასაც უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა იწვევს. წერილში, რომელიც რადიო თავისუფლებას ჩაუვარდა ხელთ, შტაინმაიერი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-პოლ იუნკერს მოუწოდებს, "პრაქტიკული გადაწყვეტილებების მისაღებად," განახლდეს მოლაპარაკებები ევროკავშირს, უკრაინასა და რუსეთს შორის. რუსეთი ილაშქრებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის წინააღმდეგ (DCFTA), რაც 2014 წლის მარტში ევროკავშირისა და უკრაინის მიერ ხელმოწერილის ასოცირების შეთანხმების მთავარ არსს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც რუსეთის წინააღმდეგობის გამო შეთანხმების ამოქმედება გადაიდო, იგი ძალაში უნდა შევიდეს 2016 პირველ იანვარს.

XS
SM
MD
LG