Accessibility links

logo-print

დღეს ნეპალში გაემგზავრება საქართველოს ელჩი ინდოეთში ლევან ნიჟარაძე


საქართველოს ელჩი ინდოეთში ლევან ნიჟარაძე დღეს ნეპალში გაემგზავრება და ადგილზე გაარკვევს საქართველოს რამდენი მოქალაქეა დარჩენილი სტიქიის ზონაში - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ. მან ქართველი ხალხის და ხელისუფლების სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება ნეპალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და თანადგომა გამოუცხადა ნეპალელ ხალხს. დავით კერესელიძის თქმით, საბედნიეროდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, რომ ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს რაიმე საფრთხე ემუქრებათ, თუმცა მათ სჭირდებათ დახმარება და სტიქიის ზონიდან გამოყვანა, რისთვისაც ყველა ზომა იქნება მიღებული. დავით კერესელიძის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს კავშირი აქვს ნეპალში მყოფ რამდენიმე მოქალაქესთან, მათ შორის გაეროს ადგილობრივი ოფისის ორ ქართველ თანამშრომელთან.

XS
SM
MD
LG